საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
26 მაისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 550 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 550 შემთხვევა, აჭარა – 71, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 35, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 102, კახეთი – 46, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1015 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.56%-ია.











