საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
21 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 166 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 17, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 9, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 260 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2.35%-ია.











