საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
10 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 811შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 811 შემთხვევა, აჭარა – 81, იმერეთი – 134, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 83, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1364 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 4.06 %-ია.











