საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
8 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 918 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა – 224, იმერეთი – 414, ქვემო ქართლი – 195, შიდა ქართლი – 172, გურია – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 204, კახეთი – 242, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 8.73%-ია.











