საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში ფიქსირდება.
თბილისში დღეს ვირუსის 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 331 შემთხვევა, აჭარა – 51, იმერეთი – 56, ქვემო ქართლი –22, შიდა ქართლი –26, გურია – 17, სამეგრელო – ზემო სვანეთი –50, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი –6, სამცხე-ჯავახეთი –1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში ვირუსის 580 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 6.











