საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
პირველი სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 509 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 509 შემთხვევა, აჭარა – 445, იმერეთი – 487, ქვემო ქართლი – 280, შიდა ქართლი – 223, გურია – 97, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 279, კახეთი – 369, მცხეთა-მთიანეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.
სტატისტიკა კვლავ იგივე რჩება სექტემბრის თვეშიც. პირველ სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 3 886 ახალი შეთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 74 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.45%-ია.











