საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
22 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 708 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა – 130, იმერეთი – 289, ქვემო ქართლი – 145, შიდა ქართლი – 103, გურია – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 188, კახეთი – 301, მცხეთა-მთიანეთი – 37, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ცნობისთვის, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით 2016 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო გარდაიცვალა 43. დადებიტობის დღიური მაჩვენებელი 6.77 %-ია.











