12 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში ფიქსირდება.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში ინფიცირების 332 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.











