საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში ფიქსირდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ვირუსის 194 შემთხვევა გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 14, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 35, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 25, კახეთი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 119.











