საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
20 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 557 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 191, ქვემო ქართლი – 117, შიდა ქართლი – 115, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 128, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის რიცხვმა თითქმის 3 ათასს მიაღწია. დღეს ინფიცირების მაჩვენებელი 2 616 იყო. დადებითობის დღიური მაჩვენებლი კი 7.19 %-ია.











