საქართველოში 29 იანვარს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევეიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
დღეს თბილისში კორონავირუსის 285 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულთა რაოდენობრივი გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 40, იმერეთი – 119, ქვემო ქართლი – 41, შიდა ქართლი – 23, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 79, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გამოჯანმრთლდა 637 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 21.











