საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
2 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 629 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა – 25, იმერეთი – 77, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 40, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 12, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 964 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.42 %-ია.











