საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
კერძოდ, თბილისში დღეს ვირუსის 1 030 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 030 შემთხვევა, აჭარა – 164, იმერეთი – 96, ქვემო ქართლი – 75, შიდა ქართლი – 85, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 63, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.











