საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
20 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 860 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა – 677, იმერეთი – 573, ქვემო ქართლი – 277, შიდა ქართლი – 304 გურია – 120, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 297, კახეთი – 386, მცხეთა-მთიანეთი – 113, სამცხე-ჯავახეთი – 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38.
ცნობისთვის, 20 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.22%-ია.
ამასთან, 20 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23 986 პირი











