საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
23 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 469 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა – 24, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 50, შიდა ქართლი – 29, გურია – 3, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 50, კახეთი – 59, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2.04 %-ია.











