საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
28 მაისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 569 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 569 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 103, ქვემო ქართლი – 58, შიდა ქართლი – 40, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1056 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.71 %-ია.










