საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
26 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 435 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 435 შემთხვევა, აჭარა – 35, იმერეთი – 76, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 22, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2.10 %-ია.











