კორონავირუსის შემთხვევები იტალიაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში იყო. ორი თვით ადრე, სანამ კორონავირუსის პირველ შემთხვევას დაადასტურებდნენ. ამის შესახებ იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, ISS-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ISS- ს ცნობით, ვირუსის კვალი გასული წლის ბოლოს მილანსა და ტურინში მდებარე ქალაქების ჩამდინარე წყლების ნიმუშებში აღმოაჩინეს.
სპეციალისტებმა აღნიშნულ ქალაქებში წყლის ნიმუშები 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში შეისწავლეს.
ცნობისთვის, ოფიციალურად იტალიაში ვირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში აღრიცხეს.











