საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში ფიქსირდება. თბილისში კორონავირუსით 265 ადამიანი დაინფიცირდა.
შემთხვევათა გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა – 42, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 20, გურია – 19, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.
ცნობისთვის, 23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 299 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 4.











