კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება. დღეს თბილისში კორონავირუსის 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგოინებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 79, ქვემო ქართლი – 28, შიდა ქართლი – 29, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 128 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა.











