fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კორონავირუსის შტამების ჩამონათვალს კიდევ ორი ახალი ვარიანტი შეემატა – რა უნდა ვიცოდეთ

14:37 სექტემბერი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
4.4k
ნახვა

კორონავირუსის შტამების ჩამონათვალს კიდევ ორი ახალი ვარიანტი შეემატა.

ბოლო პერიოდში მეცნიერებისა და ექსპერტების ყურადღება კოვიდის ორმა – სამხრეთ აფრიკულმა (C.1.2.) და კოლუმბიურმა (Mu) შტამებმა მიიპყრო.

კოვიდის ახალ  შტამებს მეცნიერები დაკვირვებით და დიდი სიფრთხილით სწავლობენ.

|კოვიდის კოლუმბიური Mu შტამი – რა ვიცით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის ახალ ე.წ. Mu მუტაციას სწავლობს.

კოვიდის Mu იგივე B.1.621 შტამი პირველად იანვარში, კოლუმბიაში აღმოაჩინეს.  აღსანიშნავია, რომ WHO-მ Mu ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიას უკვე მიაკუთვნა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  ახალი შტამის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ისევე, როგორც ეს დელტა და ალფა ვარიანტების დროს მოხდა, რომლებმაც შესწავლის შემდეგ „შემაშფოთებული ვარიანტების“ სიაში გადაინაცვლეს.

WHO-ს  მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, Mu ვარიანტს ისეთი მუტაციები აქვს, რომელმაც ის, შესაძლოა, ვაქცინების მიმართ რეზისტენტული გახადოს. თუმცა, ამის დაზუსტებას ჯერ კიდევ ბევრი კვლევა სჭირდება.

ამ დროისთვის Mu ვარიანტის შემთხვევები სამხრეთ ამერიკასა და ევროპაშია გამოვლენილი.

 

|კოვიდის სამხრეთ აფრიკული (C.1.2.)  მუტაცია

კოვიდის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი (C.1.2.) პირველად მაისში აღმოაჩინეს. ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც medrxiv-ზე გამოქვეყნდა,  ამ დროისთვის ვირუსის C.1.2. ვარიანტი  7 ქვეყანაშია გამოვლენილი (კონგო, მავრიკი, ახალი ზელანდია, პორტუგალია და შვეიცარია).

WHO-ს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, მარია ვან კერჰოვეს განცხადებით, ვირუსის C.1.2 შტამის აღმოჩენის შემდეგ, ჯერჯერობით მსოფლიოში სამხრეთ აფრიკული მუტაციის 100 შემთხვევაა დადასტურებული.

სამხრეთ აფრიკის გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NICD) განცხადებით, კოვიდის  C.1.2. ვარიანტს ყურადღების მიქცევა და შესწავლა  სჭირდება. მათივე თქმით, დღესდღებით სამხრეთ აფრიკაში ვირუსის სხვა ვარიანტებზე მეტად  მაინც დელტა შტამი დომინირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) კოვიდის სამხრეთ  აფრიკული მუტაცია ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიისთვის ჯერ არ მიუკუთვნებია.

ექსპერტების თქმით, C.1.2 ვარიანტს დელტა შტამის მსგავსი მუტაციები აქვს.

„სამხრეთ აფრიკული შტამი შეიცავს ისეთ მუტაციებს, რომლებსაც წინა შტამებშიც შევხვედრივართ და რომლებიც შემდეგ ჯანმოს ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიაში მოხვდნენ. ჯერჯერობით მას ყურადღებით ვაკვირდებით და შემდეგ გადავწყვეტთ როგორ ჯობს მოქცევა. გადამწყვეტი მაინც იმის გაგებაა, რამდენად შეუძლია დაუსხლტეს ვაქცინას, ასევე რა სისწრაფით ვრცელდება ის“,- განაცხადა სიდნის კლინიკური სკოლის წარმომადგენელმა, მეგან სტეაინმა The Guardian-თან საუბარში.

სამხრეთ აფრიკის გადამდები დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მკვლევრის, პენი მურის თქმით, ჯერჯერობით იმის თქმა, რომ C.1.2 შტამი ანტისხეულების მოქმედების უნარს ასუსტებს, არ შეიძლება. როგორც პენი აღნიშნავს, ვარიანტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამე არაა ცნობილი და კვლევის პროცესშია.

კლივლენდის მიკრობიოლოგიის განყოფილების დირექტორის, დანიელ როადსის თქმით, ჯერჯერობით კოვიდის სამხრეთ აფრიკული მუტაცია შემაშფოთებელი არაა.

„ჯერჯერობთ არაფერი საგანგაშო არაა. დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა მაინც კოვიდის დელტა შტამია, რაც მე ძალიან მაფიქრებს“,- განაცხადა როადსიმ.

|კოვიდის კიდევ რომელ ვარიანტებს აკვირდება WHO

დღესდღეობით ჯანმოს ე.წ. „საყურადღებო ვარიანტების“ კატეგორიას ვირუსის შემდეგი შტამები მიეკუთნებიან:

  • Eta – 2020 წლის დეკემბერში რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად აღმოაჩინეს;
  • Iota – პირველად 2020 წლის ნოემბერში აშშ-ში აღმოაჩინეს;
  • Kappa – 2020 წლის ოქტომბერი, ინდოეთი;
  • Lambda – 2020 წლის დეკემბერი, პერუ;
  • Mu – 2021 წლის იანვარი, კოლუმბია;

ე.წ. „შემაშფოთებულ ვარიანტებს“ ანუ ისეთ ვარიანტებს, რომელთაც პანდემიის გაუარესებს პოტენციალი აქვთ, კოვიდის შემდეგი შტამები მიეკუთვნება:

  • Alpha – პირველად აღმოაჩინეს 2020 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში;
  • Beta – 2020 წლის მაისი, სამხრეთ აფრიკა;
  • Gamma – 2020 წლის ნოემბერი, ბრაზილია;
  • Delta – 2020 წლის ოქტომბერი, ინდოეთი;

 

მომზადებულია THE HILL-ის USA TODAY-ის, DW- ის, ABC NEWS-ის, France 24-ის მიხედვით

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge

თეგები: Mu შტამისამხრეთ აფრიკული ვარიანტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ჯანმო: კოვიდგადატანილი პირები „ომიკრონის“ შტამით შეიძლება უფრო ადვილად დაინფიცირდნენ

ნოემბერი 29, 2021
793
მთავარი ამბავი

ჯანმო: ჯერ უცნობია, არის თუ არა „ომიკრონ“ შტამი მეტად გადამდები სხვა ვარიანტებთან შედარებით

ნოემბერი 29, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია