ამერიკულმა კომპანია – Johnson & Johnson-მა კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური ცდის პროცესი ერთ-ერთი მონაწილეში „აუხსნელი დაავადების“ გამოწვევის გამო შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ექიმები პაციენტის მდგომარეობას აკვირდებიან და დამტებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. კომპანიაში ამბობენ, რომ მასშტაბური ცდების დროს, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს, მსგავსი პაუზა სრულიად ნორმალურია.
შეგახსენებთ, რომ ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე ცდის ფაზა 3-ის შეჩერების მეორე შემთხვევაა. გასულ თვეში, მონაწილეში გამოვლენილი ნერვოლოგიური გართულებების გამო, ცდები ბრიტანეთში, კომპანია AstraZeneca-ც შეაჩერა.











