დღეს, 13 მარტს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა. ვაქცინის დოზები დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიტანეს.
როგორც რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.
ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.
ვაქცინის შემოტანსათან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი ბრიფინგსაც მართავს.











