საბერძნეთში კორონავირუსით 37 დღის ჩვილი დაიღუპა. ის ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
„სამწუხაროდ, დღეს კორონავირუსით 37 დღის ჩვილი გარდაიცვალა. თავისი სიცოცხლის 37 დღის განმავლობაში მან 17 დღე კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლაში გაატარა. ქვეყანა გლოვობს“,- განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ჩვილი ათენის ბავშვთა საავადმყოფოში თებერვლის შუა რიცხვებში მიიყვანეს. მას ტემპერატურა აღენიშნებოდა. მიყვანიდან მეორე დღეს ბავშვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს საბერძნეთში 6 800 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











