კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 132 მილიონს აჭარბებს. ქვეყნების ნაწილი რეგულაციებს ამკაცრებს.
საფრანგეთში ყოველდღიურად მატულობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული კოვიდ პაციენტების რიცხვი.
ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება თურქეთშიც. რეგულაციებს ამკაცრებს უკრაინა, კიევში სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი სკოლამდელ დაწესებულებებში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კი მხოლოდ მედიკოსებს შეუძლიათ.
დიდი ბრიტანეთი კი მომდევნო კვირიდან შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს – გაიხსნება სავაჭრო ობიექტები და სალონები.











