მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა.
დღემდე კოვიდ 19-სგან 29 378 743 ადამიანი განიკურნა, 1 102 941 კი – გარდაიცვალა.
გასულ 24 საათში საფრანგეთში ინფიცირების 30 ათასზე მეტი ფაქტი დადასტურდა, რაც ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
მონაცემები სწრაფად იზრდება იტალიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.
ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 216 315 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი 7 370 468 ინფიცირებულით, მესამეზე კი – ბრაზილია, სადაც კოვიდ 19, საერთო ჯამში, 5 170 996 ადამიანს დაუდასტურდა.











