კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, მოზარდი ისევ მართვით სუნთქვაზეა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგონა უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც მძიმე მდგომარეობაშია.











