დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 43 854 საიდანაც: 6 142 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 396, აჭარაში – 514, იმერეთში – 1 324.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 554 პირი, მათ შორის, თბილისში – 610, აჭარაში – 124, იმერეთში – 452.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – ორი.











