კორონავირუსით ინფიცირებული 521 პაციენტის მდგომარეობა, მძიმეა – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 120 პირი იმყოფება.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 1731 შემთხვევა დაფიქსირდა.











