„კორონავირუსით ინფიცირებული 573 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში – 254, აჭარაში – 49, იმერეთში – 146″, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში- 2, იმერეთში – 14. 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 2 898 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 545 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, ხოლო აჭარაში – 126.
სულ 6 ოქტომბრიდან – 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 201 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 212 პირი, აჭარაში – 854, იმერეთში – 1 612.











