ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში – 360, აჭარაში – 62, იმერეთში – 189. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 61, იმერეთში – 186. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 7, იმერეთში – 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 255 – თბილისში, 303 – აჭარაში, 33 – იმერეთში. 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 7.
სულ 6 ოქტომბრიდან – 15 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 237 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 425 პირი, აჭარაში – 2 041, იმერეთში – 2 728“, – ნათქვამია განცხადებაში.











