კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, მათგან 105 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 19 231-ია. 3 847 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორის, თბილისში – 1 958, აჭარაში – 654. მძიმე პაციენტი – 482, მათ შორის, თბილისში – 238, აჭარაში – 76. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 105 პირი – მათ შორის, თბილისში – 61, აჭარაში – 23,“- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.











