კორონავირუსის 34 538 მიმდინარე აქტიური შემთხვევიდან 1 488 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 538 საიდანაც: 6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 716, იმერეთში – 1 099.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 488 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 165, იმერეთში – 359. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374 პირი, მათგან თბილისში – 224, აჭარაში – 37, იმერეთში – 28.
1 780 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 964 – თბილისში, 472 – აჭარაში.
26 544 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე











