შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის-ცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცავალა. მამაკაცი, თბილისის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა.
„პრაიმტაიმნიუსის“ ინფორმაციით, 55 წლამდე ასაკის პაციენტი, მძიმე მდგომარეობაში, სამკურნალოდ, დაახლოებით, ორი კვირის წინ გადაიყვანეს.
შემოსავლების სამსახურის თელავის სერვის- ცენტრში, კორონა ვირუსის შემთხვევები, ერთი თვის წინ გამოვლინდა. კოვიდ- 19-ით, ერთდროულად, 9 თანამშრომელი დაინფიცირდა.
შემდგომში, ვირუსი დაუდასტურდათ, მათ კონტაქტებსა და ოჯახის წევრებს, რამაც რეგიონში შემთხვევების ზრდა გამოიწვია.
დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში კორონა ვირუსის 1449 დადასტურებული შემთხვევაა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











