„ჩვენ დადებითი შემთხვევები გვექნება მთელი წლის განმავლობაში, მთავარია რომ ეს შემთხვევები გვქონდეს მართვადის ფარგლებში“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შემთხვევები იქამდე იქნება, სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება.
„ჩვენ დადებითი შემთხვევები გვექნება მთელი წლის განმავლობაში, მთავარია რომ ეს შემთხვევები გვქონდეს მართვადის ფარგლებში. ჩვენთვის ძალიან რთული იყო მეორე ტალღის პერიოდი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვქონდა3,4 და 5 ათასი დღეში. იცით, როგორი კოშმარი გავიარეთ, ამიტო ამას უნდა მოვუფრთხილდეთ, რომ ეს არ განმეორდეს. სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება, მანამდე შემთხვევები გვექნება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 566.











