დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსგადატანილ ადამიანებს გრიპის აცრის გაკეთებას ურჩევს.
„ორივე ვირუსი რესპირაციულია, თუმცა გრიპის ვირუსი სხვაა და კორონა სულ სხვა, ამიტომ კორონავირუსგადატანილს შეიძლება შეხვდეს გრიპის ვირუსი, ამიტომ თავდაცვითი ღონისძიებები აუცილებელია.
კორონავირუსული ინფექციის გადატანილ ადამიანს თავისუფლად შეუძლია აცრის ჩატარება გრიპის საწინააღმდეგო. კორონავირუსი გრიპის საწინააღმდეგოდ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.











