„ჩვენმა მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო“, – ამის შესახებ ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალის დირექტორმა თამარ ბახტაძემ 12 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ განაცხადა.
ბავშვი თავდაპირველად დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც პაციენტს ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.
„პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს. ჩვენმა მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. ქრონიკული მძიმე დაავადების გამო, ესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება. ასევე უნდა ითქვას, რომ დარღვეული იყო კლინიკოლაბორატირიული პარამეტრები. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ გამოძახებული იქნა კატასტროფის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, ტრანსპორტირების დროს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება.
კლინიკაში შემოსვლისას ჰქონდა სხვადსხვა სისტემის უკმარისობა, მაგრამ წამყვანი მისი ქრონიკული დაავადება იყო. მძიმედ მიმდინარე, რომელიც პერიოდულად, ხშირი პერიოდულობით საჭიროებდა სამედიცინო ჩარევას“, – აცხადებს თამარ ბახტაძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











