საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
18 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 376 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 376 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 41, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2.35 %-ია.











