საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
11 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 389 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა – 47, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 64, შიდა ქართლი – 26, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიუირი მაჩვენებელი კი 1.84 %-ია.











