საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
15 ივნისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 586 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 131, ქვემო ქართლი – 81, შიდა ქართლი – 58, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 3.67 %-ია.











