Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში გამოვლინდა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა, აჭარა – 176, იმერეთი – 829, ქვემო ქართლი – 265, შიდა ქართლი – 370, გურია – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 356, კახეთი – 267, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.











