კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ქუთაისში საწოლფონდის პრობლემა არ არის – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ადროისთვის არის 600 საწოლი და დაკავებულია 501.
„ამის გარდა კიდევ დაგვემატება კლინიკები, შესაბამისად საწოლები. ასევე დაგვემატება კოვიდსასტუმროები. ამ მიმართულებით არ გვაქვს რეგიონში პრობლემა, თუმცა ვნახოთ რა როგორ განვითარდება”, – ამბობს გუბერნატორი.
ამდროისთვის ქუთაისის კოვიდსასტუმროსი 200 -მდე ადამიანი მოთავსებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აქედან 60-მდე არის ქუთაისში. დანარჩენი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებზე ნაწილდება. ასევე, იმერეთში ბოლო 24 საათის მანძილზე კოვიდით გარდაცვალების ფაქტი არ დაფქოსირებულა.
ავტორი: კესო მოლაშხია











