საყურადღებო არის, რომ დღევანდელი საწოლფონდი არის 5 868, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა.
„დღესდღეობით წევს 5 319 პაციენტი, ტრიაჟში იმყოფება ამ მომენტისთვის 257 პაციენტი, ხოლო თავისუფალი საწოლების რაოდენობა არის 227. დღეს, დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და იქნება 5 952. თქვენ იცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში 100-დან 200-მდე საწოლდონდის დამატება და მობილიზაცია ხდება კოვიდის მიზნებისთვის და, შესაბამისად, დღეს საღამოს ველოდებით, რომ გაწერებთან ერთად დაახლოებით 800-დან 1000 საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად“, – განაცხადა მინისტრმა.











