„ინფიცირებული აბიტურიენტი პაციენტია, ავადმყოფია, ამიტომ ჯერჯერობით რა თქმა უნდა გამოცდებზე ვერ გავა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.
„აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა იგი დღეს პაციენტია, ავადმყოფია, ინფიცირებულია და გადის მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედია, რომ ის სრულად მალე გამოჯანმრთელდება. ის დღეს პაციენტია და გადის მკურანაობას სამედიცინო დაწესებულებაში, ამიტომ ჯერჯერობით რა თქმა უნდა გამოცდებზე ვერ გავა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, რადგან მას უკვე ერთი გამოცდა ჩაბარებული აქვს, უნდა მიიღოს და დარწმუნებული ვარ მიიღებს განათლების სამინისტრომ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











