ზუგდიდში კორონავირუსით 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, კოვდინფიცირებულ მამაკაცს, რომელიც ბინაზე მკურნალობდა, სიმსივნე ჰქონდა.
ბოლო 24 საათში ზუგდიდში ვირუსის ახალი 136 შემთხვევაა გამოვლენილი.
სულ ქვეყანაში ინფიცირების 66561 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთან გამოჯანმრთელდა 49811 პაციენტი. გარდაიცვალა 566 ადამიანი.
ავტორი: თეა შონია











