კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების საშიშროების გამო, ისრაელის ხელისუფლებამ ბენ გურიონის აეროპორტი დახურა.
ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.
შეზღუდვა ძალაში 31 იანვრამდე იქნება.
აეროპორტში ფრენების აკრძალვა არ შეეხება სატვირთო თვითმფრინავებს, გადაუდებელი დახმარების თვითმფრინავებსა და საჰაერო ხომალდებს, რომლებიც გადაადგილდებიან ისრაელის საჰაერო სივრცეში დაშვების გარეშე.











