დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განამრტებით, უახლოეს პერიოდში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდება.
მისი თქმით, ამის ზუსტი პროგნოზირებ რთულია, თუმცა ქვეყანაში ლეტალობის მეტებაა მოსალოდნელი.
„დღეს გარდაცვლილ პაციენტების უმრავლესობასთან გვქონდა საკმაოდ მძიმე ქრონიკული თანმხლები დაავადებები. იქნება თუ არა გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა, ამისი პროგნოზი რთულია. მაგრამ გვექნება ინფიცირების ზრდა და გარდაცვალებულთა მატება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლეტალური გამოსავალი გვქონდეს მინიმალური“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ინფიცირების რიცხვი გაიზრდება თბილისშიც.
„თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. თბილისში ინციდენტობა უფრო დაბალია, ვიდრე აჭარსა და იმერეთში, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა თბილისში გვექნება“,- აღნიშნა მან.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 32127-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 12632 ადამიანი. ამასთან, დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 23 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3832.











