„კოვიდმა“ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ არ შეუცვლია საქართველოს ძლიერი და სტაბილური გზა ევროპისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გასულ თვეს ჩემი ვიზიტი ბრიუსელში და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დღევანდელი ვიზიტი თბილისში ძლიერი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
#COVID changed a lot of things, but it hasn’t changed Georgia’s strong and stable path to Europe. Both my visit to Brussels last month and @eucopresident‘s visit to Tbilisi today are strong signs that we continue and will continue to move forward to European integration. ???? pic.twitter.com/Ow0r7NY776
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 1, 2021











