ბათუმში კორონავირუსით 42 წლის ქალი გარდაიცვალა.
პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ამიტომ ქალი კოვიდ სასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს.
„დღეს დაფიქსირდა ეს შემთხვევა, ძალიან ცუდი შემთხვევაა. გამოხატული სიმპტომები პაციენტს არ აღენიშნებოდა, თუმცა ეს გახლდათ თრომბოემბოლიური გართულებებით გამოწვეული შემთხვევა“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „პრაიმტაიმის“ კითხვის საპასუხოდ.











