fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

14:54 მარტი 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
785
ნახვა

კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩაერთვებიან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ვაქცინაციის ჩატარებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძლებენ, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების მოხსნის ფონზე დაფიქსირებული შემთხვევების მატების მაჩვენებლები. აღინიშნა, რომ თებერვლის დასაწყისის შემდეგ, გასული 24 საათის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 673 ახალი შემთხვევა; გარდა ამისა, იზრდება ინციდენტობის და დადებითობის მაჩვენებელი, რაც ძალიან საყურადღებოა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფამ, შესაძლოა, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მესამე ტალღისა და, შესაბამისად, ახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობის წინაშე დააყენოს. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრდება ყველა იმ რეგულაციის აღსრულების კონტროლი, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდება, საბჭო მზად არის, იმსჯელოს ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის გარკვეულ შემსუბუქებაზეც.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარდა, დღეიდან უკვე „ფაიზერითაც“ დაიწყო. იმუნიზაცია ხორციელდება სამედიცინო პერსონალისა და 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებისთვის, რომლებიც სპეციალურ პორტალზე რეგისტრირდებიან. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანა მომავალ კვირას ელოდება ჩინური ვაქცინის – „სინოფარმის“ 100 ათას დოზას, რომელიც მკაცრი მარეგულირებლის მიერ უკვე ავტორიზებულია. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ვაქცინის დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილისაკოორდინაციო საბჭო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია